დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №464 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 922 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 14/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №922
2009 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №464 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №464 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №95, მუხ. 1021) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) მე-13 მუხლის:
ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;
ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი;“;
გ) მე-13 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გენერალური ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის (საგადასახადო, საბაჟო ორგანოების), სახაზინო სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები