„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 აგვისტოს №510 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 აგვისტოს №510 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 907
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 10/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.08.002.
  • Word
907
08/12/2009
სსმ, 150, 10/12/2009
120.260.020.08.002.
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 აგვისტოს №510 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სარეგისტრაციო სახელმწიფო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №907

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის         12 აგვისტოს №510 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 აგვისტოს №510 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №101, მუხ. 1118) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) ბრძანებულებას დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 717 წვევამდელით.“.

ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი