დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 906 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 10/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №906
2009 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მეგზევის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 თებერვლის №40 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №12, მუხ. 106) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები:
„2. საქართველოს მეგზევის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისათვის, ამ დარგში დასაქმებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს შემდეგი სახის წოდებები: „წლის საუკეთესო მეგზევე“, „დამსახურებული მეგზევე“, „წლის საუკეთესო საგზაო პროექტის ავტორი“, „წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანია“.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წოდებებს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისათვის ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს ყოველწლიურად ანიჭებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სპეციალური სიგელებისა და სამახსოვრო მინიქანდაკებების ნიმუშების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება, მათი დამზადება და სხვა ფასიან საჩუქრებთან ერთად ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის გადაცემა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები