დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 27/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 031001010.47.052.016001 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №246
2010 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის №5 ბრძანებით (სსმ III, 30.05.2006წ., №72, მუხ. 899) დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სხ-ს აქვს:
ბ.ა) საა-ს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ისათვის) და ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი; ან
ბ.ბ) იკაოს წევრი სახელმწიფოს ან იკაოს მიერ აღიარებული საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ისათვის), ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი ან ანალოგიური დოკუმენტები; ან
ბ.გ) იკაოს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული კონკრეტული სხ-ის საფრენად ვარგისობის და ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის სერტიფიკატები (მოწმობები);
ბ.დ) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი.“
2. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც, მის მიერ ექსპლუატირებული სხ-ის (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ის გარდა) საფრენად ვარგისობის შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა საა-სთვის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ აღიარებული ორგანიზაციიდან.“.
3. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.“.
4. წესს დაემატოს VI თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 25
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
2. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული იმ სხ-ის ექსპლუატაცია, რომელსაც არ გააჩნია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, ნებადართულია შემდეგი მოთხოვნის დაცვით:
ა) სატვირთო სხ-ის – 2015 წლის 1 იანვრამდე;
ბ) საძებნ-სამაშველო, საავიაციო სამუშაოების, საწვრთნელი, სასოფლო-სამეურნეო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის განკუთვნილი ფრენების შესასრულებლად გამოყენებული სხ-ის (5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასით) და შვეულმფრენის – 2019 წლის 31 დეკემბრამდე.“
მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა მისი პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
ი. დავითაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები