დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 887 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 01/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.290.000.08.002. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/12/2009 - 16/12/2011)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №887
2009 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ
1. „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ნუსხა იმ სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებებისა, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ნუსხა იმ სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებებისა, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებში საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილ დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სატრანსპორტო მომსახურებას, კერძოდ, M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ საწარმოში უბილეთო მგზავრობის მაკონტროლებელი უფლებამოსილი თანამშრომლის დამხმარედ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილ დაწესებულებებში, რომლებიც კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭიროებენ საკურიერო მომსახურებას – კურიერად;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილ დაწესებულებებში, რომლებიც ელექტრონული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში ახორციელებენ მომსახურებას – პროგრამისტად, ტექნიკურ მუშაკად და სხვა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები