დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 03/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.328 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №194
2005 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 ივლისის №112 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №82, მუხ. 882) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებისას საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკების წარმართვის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თანათავმჯდომარე
დავით ამაღლობელი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
დავით გვათუა – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
მირიან დეკანოიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
გიორგი ვოლსკი – კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი ლაითაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი
ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ზურაბ ნეფარიძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
თამარ ქვარიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები