დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/632-07 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს"საშენი მასალები და ნაკეთობანი" |
| მიღების თარიღი | 20/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 29/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2010 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2010 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ გაკოტრების მმართველმა ვახტანგ კაპანაძემ და განმარტა, რომ მოვალის ქონების რელიზაციის მიზნით ჩატარებულ პირველ და მეორე აუქციონებზე ვერ მოხერხდა სამეურვეო ქონების გასხვისება მყიდველის არარსებობის გამო. გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის – კრედიტორების მიერ სამეურვეო ქონების ნატურით მიღების გამოყენება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, თუ მე-2 აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილნი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. ამდენად, ამ დანაწესის თანახმად, საჭიროა კრედიტორებმა მიიღონ გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ (ს/კ 209456792) მიმართ გახსნილი გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი; ბ) კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 5 ნოემბერი 11 (თერთმეტი) საათი და 30 (ოცდაათი) წუთი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი №22.
3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 29 ოქტომბრისა გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდვით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ გაკოტრების მმართველს ვახტანგ კაპანაძეს, მასვე დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები