დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 903 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 29/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.034.016006 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №903
2010 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის , თანამდებობაზე დანიშვნის , თანამდებობიდან გათავისუფლების , შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის , სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე –20 მუხლის მე -4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე -11 პუნქტის „ნ ” ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ :
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის , თანამდებობაზე დანიშვნის , თანამდებობიდან გათავისუფლების , შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის , სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ ., №38, მუხ . 399) დამტკიცებული ნუსხის:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი - გამომძიებელი; მთავარი ექსპერტი.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; უფროსი ოპერატიული თანამშრომელი - გამომძიებელი; უბნის უფროსი ინსპექტორი; მთავარი სპეციალისტი; უფროსი მოიერიშე; უფროსი ექსპერტი.“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ) ინსპექტორი; ინსპექტორი-გამომძიებელი; ოპერატიული თანამშრომელი; ოპერატიული თანამშრომელი- გამომძიებელი; უბნის ინსპექტორი; წამყვანი სპეციალისტი; მოიერიშე; ექსპერტი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები