დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 867 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 01/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №867
2009 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ რეორგანიზაციის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ენერგოგენერაცია“ კერძო სამართლის იურიდიულ პირად.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები