დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 883 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №883
2009 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ, III , 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოსავლების სამსახურის:
ა) უფროსის მოადგილე;
ბ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
გ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი.“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საგამოძიებო სამსახურის:
ა) უფროსის მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი, მთავარი სამმართველოს და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უფროსი მზვერავი, მზვერავი;
გ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები