დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 03/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.112.016005 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №35
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №5 დადგენილებაში (გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი “, №54 , 15.07.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის 1 -ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საკრებულო
1. საკრებულო არის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე“.
ბ) დებულებიდან ამოღებულ იქნ ეს მე -3 მუხლის მე -4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
გ) დებულების მე -6 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე , სადაც იმართება საკრებულოს სხდომა , აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები გამოიყენება საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ №363 ბრძანებულებით დადგენილი წესით“.
დ) დებულების 45 -ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
2. ახლად არჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3 -ით , ღია კენჭისყრით ღებულობს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.
3. ახლად არჩეული საკრებულოს წევრთა უფელაბამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით , თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა“ .
ე) დებულების 47 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას“.
ვ) დებულების 54 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. 1 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით საკრებულოს სხდომა იწყება დილის 11 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:
ა) დილის სხდომა 10.00 -დან 13 -მდე;
ბ) საღამოს სხდომა 15.00 -დან 18.00 -მდე;
გ) შესვენებები: 12.30 -დან 13.45 -მდე; 15.00 -დან 16.00 -მდე.“ ,
ზ) დებულების 87 -ე მუხლის მე -8 და მე -10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 87. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
8. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით.
10. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, კენჭისყრაზე დგება ის ვარიანტები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შენიშვნის სახით იქნა გაგზავნილი გამგებლისადმი და წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ იქნა გათვალისწინებული. გადაწყვეტილება ბიუჯეტის ალტერნატიული ვარიანტის დამტკიცების შესახებ მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით“.
თ) დებულების 89 -ე მუხლის 1 -ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 89. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
1. ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს საკრებულო დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით ყოველი კალენდარული წლისათვის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში არა უგვიანეს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან სამი თვის ვადაში“.
ი) დებულების 105 -ე მუხლის 1 -ლი და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
1. გამგებლის კანდიდატურას საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულო განიხილავს გამგებლის კანდიდატურას და იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარისადმი თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით.
3. გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით. გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის არმიცემის შემთხვევაში , ეს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განმეორებით შეიძლება დასმულ იქნ ეს საკრებულოს მხოლოდ მომდევნო მორიგ სხდომაზე“.
კ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მთლიან ტექსტში სიტყვები „თვითმმართველი ერთეული“ შეიცვალოს სიტყვებით „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი“.
ლ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მთლიან ტექსტში ამოღებულ იქნეს სიტყვა „მერი(ს)“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ . ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები