დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 03/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.162.016017 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე , ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ V, №19 01.09.2010 წ. , მუხ. 499 ) შეტანილი იქნ ეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ეს დადგენილება, გარდა დებულების 107-ე მუხლისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .“.
2. დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები