დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 03/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.162.016013 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/11/2010 - 24/02/2012)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება (თან ერთვის).
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, გამგეობის დებულება და წინამდებარე დებულება, რომელიც განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების კოორდინირებას;
ბ) რეკომენდაციების, წინადადებების მომზადებას ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესებაზე;
გ) ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ განხორციელებას;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან მუნიციპალიტეტის გამგეობის ურთიერთობის ორგანიზების უზრუნველყოფას;
ე) პრესკონფერენციების და ბრიფინგების მომზადებას;
ვ) საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებას სათანადო ორგანიზაციებში, საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების უზრუნველყოფას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, გამგეობის წინამდებარე დებულების და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უძღვება სამსახურის საქმიანობას;
ბ) ამზადებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
გ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 4. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები