„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 809
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 18/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.
  • Word
809
13/11/2009
სსმ, 141, 18/11/2009
120.010.000.08.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №809

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გააფორმოს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები და შეთანხმებები (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი