დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 03/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016009 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. ახმეტა
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში (სსმ V, №19, 01.09.2010 წ., მუხ.500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-9 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ა.ა) საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილებას“ და ,,ა.დ) ადგილობრივი არქივის განყოფილებას“.
2. მე-9 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები