"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 22/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 03/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.160.016013
  • Word
30
22/10/2010
სსმ, 46, 03/11/2010
040110030.35.160.016013
"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 44–ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი გამყიდველის მიერ დგინდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად.“;

ბ) დადგენილების დანართი 2, დანართი 3, დანართი 4 და დანართი 5 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               კ. გურგენიძე

დანართი 2

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია

პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი

     –––––––––––––––––––––                                                                                ქალაქი რუსთავი

1. ეს ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აუქცონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმოდგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები.

2. მასზე, რომ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)

ქონების საწყისი ფასი ––––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––)

 ციფრებით                                   სიტყვიერად

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სააუქციონო კომისიის მიერ 201–– წლის „–––––“ ––––––––– მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

შემოთავაზებული ფასის ––––––––––––––––– (––––––––––––––––––––) ლარი

                                                               ციფრებით                             სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან) მათ შორის, ინფორმაცია ქონების უფლებრივი დატვირთვის თაობაზე) ––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემდგომში ქონება.

4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

 შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სხვა ნაგებობის გაყიდვიდან

სახელმწიფო ხაზინა: 220101222

ერთიანი ანგარიში: 200122900

სხვა შემოსულობები (რუსთავი) სახაზინო კოდი:

5. მყიდველს გადახდილი საბანკო გარანტია/ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დ) და. ა.შ

7. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

9. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

10. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.

11. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საბოლოო თანხის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგი განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე არ უბრუნდება.

12. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდვლის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.

13. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით.

14. მყიდველი ვალდებულია ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

15. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

16. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.

18. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

კომისიის თავმჯდომარე /–––––––––––––––––––––/ /––––––––––––––––––––––/

 სახელი გვარი                             ხელმოწერა

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /––––––––––––––––– /–––––––––––––––––––/

                                                                                                                  ხელმოწერა                      სახელი გვარი

–––––––––––––––– ბეჭდის ადგილი

დანართი 3

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი

     –––––––––––––––––––––                                                                              ქალაქი რუსთავი

1. ეს ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––– აუქცონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები.

2. მასზე, რომ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)

ქონების საწყისი ფასი ––––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––)

                                                        ციფრებით                                          სიტყვიერად

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201–– წლის „––––––“ ––––––––––– მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

შემოთავაზებული ფასის ––––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––) ლარი

 ციფრებით                                   სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით) საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების უფლებრივი დატვირთვის თაობაზე) –––––––––––––––––––––– შემდგომში ქონება.

4. მყიდველი ვალდებულია:

აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

220101222

სახელმწიფო ხაზინა

200122900

ერთიანი ანგარიში

სხვა შემოსულობები (რუსთავი)

სახაზინო კოდი.

5. მყიდველს გადახდილი საბანკო გარანტია/ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.

6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგავრად დატვირთოს გადაცემული ქონება.

7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

9. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

10. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (ხელშეკრულებას).

13. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომისიის თავმჯდომარე /–––––––––––––––––/ /–––––––––––––––––––––/

                                                                      ხელმოწერა                      სახელი, გვარი

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /––––––––––––––––/ /––––––––––––––––––/

                                                                                                              ხელმოწერა                      სახელი, გვარი

––––––––––––––– ბეჭდის ადგილი

დანართი 4

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია

პირობებით გამოცხადებულ აუქციონში სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემის შესახებ გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №

     –––––––––––––––––––––                                                                              ქალაქი რუსთავი

1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––

აუქციონში გამარჯვებულის (მოსარგებლის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები.

2. მასზედ, რომ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ქონების ––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––

ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)

ქონების საწყისი (იჯარის, აღნაგობის, უზუფრუქტის და სხვა) ფასი

––––––––––––––––––––––– (––––––––––––––––––––––––––––) ლარი

              ციფრებით                                              სიტყვიერად

3. შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201––– წლის „–––––“ ––––––––––––––––მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის

 –––––––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––) ლარი

                   ციფრებით                                   სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, სარგებლობაში გადაეცა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––

ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან ––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––– შემდგომში ქონება –––––––––––––––––––––––––––– ვადით.

4. მოსარგებლე ვალდებულია:

სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს მასთან დადებული ხელსეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

– შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან მიღებული შემოსავლები:

სახელმწიფი ხაზინა 220101222

ერთიანი ანგარიში 200122900

სხვა შემოსულობები რუსთავი სახაზინო კოდი.

5. აუქციონში გამარჯვებულს (მოსარგებლეს) გადახდილი საბანკო გარანტია/ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.

6. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები:

ა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დ) და ა.შ

7. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

8. მესაკუთრის მიერ მოსარგებლესთან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მოსარგებლემ შესაძლებელია ქონება გადასცეს სხვა მოსარგებლეს მხოლოდ მესაკუთრის წერილობითი თანხმობით. მოსარგებლე ვალდებულია ქონება ახალ მოსარგებლეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით).

9. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება მესაკუთრის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

10. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების (პირობების) შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარგებლე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება პირობების დარღვევის გამოსწორების ვადა და/ან პირგასამტეხლოს ოდენობა:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.

11. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (სარგებლობის უფლების) გაუქმების საფუძვლად.

12. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს (მოსარგებლეს).

14. აუქციონში გამარჯვებული მოსარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას).

 15. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც მესაკუთრესთან რჩება, თან ერთვის:

 ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

 ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

კომისიის თავმჯდომარე /–––––––––––––––––––––/ /–––––––––––––––––––––––/

                                                                      ხელმოწერა                                  სახელი გვარი

აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე) /–––––––––––––––––/ /––––––––––––––––––––/

                                                                                            ხელმოწერა                      სახელი გვარი

 –––––––––––––––––––––– ბეჭდის ადგილი

 დანართი 5

საკუთრების დამადaსტურებელი მოწმობა

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მესაკუთრე/)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა –––––––––––––––––––––––––––––––– მიწის ნაკვეთი

                                          (არასასოფლო-სამეურნეო/სასოფლო-სამეურნეო)

ფართობით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კვ.მ/ჰა

და შენობა/ნაგებობა, ფართობით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კვ/

(შენობა/ნაგებობის ოდენობა და მათი ფართობი)

რომელიც მდებარეობს: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ადგილმდებარეობა/მისამართი)

საფუძველი: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის

          –––––––––––––––––––––––––––––––– აუქციონის ოქმი (ხელშეკრულება).

მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.

გაცემულია 2010 წლის „––––––“ –––––––––––––––––––

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის

საკრებულოს თავმჯდომარე