თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 22/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 03/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 300000000.35.160.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
22/10/2010
სსმ, 46, 03/11/2010
300000000.35.160.016012
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/11/2010 - 26/02/2026)

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება 28

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 39 -ე მუხლის მე -3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.

    მუხლი 2

განისაზღვროს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1).

    მუხლი 3

საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ -ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.

    მუხლი 4

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა.

    მუხლი 5

აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული დახლებიდან და ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა.

    მუხლი 6

გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500–დან 2400 საათამდე.

    მუხლი 7

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერმა:

ა) განსაზღვროს გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები და ამისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები;

ბ) შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

    მუხლი 8.

დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.

    მუხლი 9

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 20 ნოემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე       კ. გურგენიძე

დანართი 1

გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა

1. ჟურნალ -გაზეთები;

2. წიგნები;

3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;

4. ყვავილები;

5. ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);

6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული).

სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა

1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი);

2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);

3. ღია კაფეების მოწყობა;

4. შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);

5. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.