„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 09/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.
  • Word
771
03/11/2009
სსმ, 138, 09/11/2009
010.340.000.08.
„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №771

2009 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №77, მუხ. 837) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5 და  მე-6 პუნქტები:

„4. კომისიას აქვს ბლანკი და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დასახელებით, აგრეთვე საბანკო ანგარიში.

5. კომისიის თავმჯდომარის სახელით მიმოწერის პროცესში კომისიის თავმჯდომარე იყენებს ბლანკს თავისი თანამდებობის დასახელებით და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

6. კომისიას შესაძლებელია ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული სხვა რეკვიზიტები.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თავისი ამოცანებიდან გამომდინარე, კომისია:

ა) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტთან საქართველოს კანონ-მდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების მიზნით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მოსახლეობის ფართო ფენებისათვის კონსტიტუციონალიზმის პრინციპების გაცნობის გზით;

გ) საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინების მიზნით ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური ისტორიის, გამოცდილებისა და კანონმდებლობის ანალიზს.“;

გ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები.“;

დ) დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. კომისიის აპარატის თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს დებს თავმჯდომარე.

4. კომისიის აპარატის თანამშრომლებს შორის ფუნქციებს ანაწილებს და მათ შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულებების დადების გზით.“;

ე) დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, საჭიროებისამებრ.“.

2. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი