"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

  • Word
"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 29/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016006
  • Word
36
22/10/2010
სსმ, 45, 29/10/2010
010250020.35.118.016006
"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №36

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. ონი

 „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეტანილ იქნეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:

    მუხლი 1

დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 სამსახურში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესებს ადგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 2

დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-11 მუხლები.

    მუხლი 5. შეზღუდვები ხანძრის დაცვის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

 სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ;

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯამრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემულ თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.

    მუხლი 11. უმცროსი და რიგითი შემადგენლობის მიერ ვალდებულებების ვადის გაგრძელების წესი

 უმცროსი და რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მისაღები პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებასვალდებულებას სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (სამი წლით) ვალდებულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით, თუ მოსამსახურე ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ მიმართავს ხელმძღვანელობას განცხადებით დათხოვნის შესახებ.

    მუხლი 3

დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლი.

    მუხლი 4

შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შენდეგი შინაარსით: „სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      შ. ჯაფარიძე