„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 760
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 135, 02/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.
  • Word
760
30/10/2009
სსმ, 135, 02/11/2009
130.060.000.08.
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №760

2009 წლის 30 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის    №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ. №41, მუხ. 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 20-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ანალიტიკური დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციიის დაგროვებას, ანალიზს, სისტემურ დამუშავებას და სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას;

ბ) ინფორმაციის დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული და ღია წყაროებიდან, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;

გ) ადმინისტრაციული დირექტორატი – ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო, სამეურნეო, ტექნიკურ, საქმისწარმოებით, საპროტოკოლო უზრუნველყოფას, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;

დ) უსაფრთხოების დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის ინსპექტირებას, სამსახურის მოსამსახურეების სპეციალურ შემოწმებას;

ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი) – უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას;

ვ) არქივი (სამმართველო) – უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ნოემბრიდან.

მ. სააკაშვილი