,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 751
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 131, 27/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.
  • Word
751
27/10/2009
სსმ, 131, 27/10/2009
120.010.000.08.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №751

2009 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., 38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ბ.გ“ და ბ.დ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

ბ.გ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;

ბ.დ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლსა და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას;“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის გ.თ“ ქვეპუნქტი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი