დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 747 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 23/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460.080.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №747
2009 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე
1. საქართველო შეუერთდეს ქ. პარიზში 2005 წლის 19 ოქტომბრის იუნესკოს საერთაშორისო კონვენციას ,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთების შესახებ;
ბ) შეატყობინოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს (დეპოზიტარს) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები