„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილეებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილეებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 25/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016021
  • Word
196
22/10/2010
სსმ, 137, 25/10/2010
010240030.22.027.016021
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილეებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №196

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებით (სსმ III, 20.08.2010წ, №101, მუხ.1512) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაჟიორის მიღება შეიძლება მინისტრის ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთები წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი