„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 705
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 12/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.020.030.08.
  • Word
705
12/10/2009
სსმ, 123, 12/10/2009
010.020.030.08.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №705

2009 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №185, მუხ. 1904) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეთხოვოთ საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

ლელა ბაქრაძეს – (UNFPA) გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს

დორითი ბელს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასისტენტს

კობა ბოჭორიშვილს – კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის თავმჯდომარეს

ია დადუნაშვილს – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს

გიორგი ვაშაკიძეს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის პროექტის სპეციალისტს

მარინა თაბუკაშვილს – ფონდ „ტასოს“ თავმჯდომარეს

რუსუდან კერვალიშვილს – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს

დონალდ კეროლს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს

ჯოი დევის კიჩნერს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს

ირინა ლორთქიფანიძეს – ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს

ნათია იმნაძეს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს

თამარ საბედაშვილს – (UNIFEM) გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელს

ნათია ფარცხალაძეს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს

მელინდა ფონტეინს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს

რუსუდან ფხაკაძეს – არასამთავრობო ორგანიზაცია „სახლის“ თავმჯდომარეს

ნინო ქოჩიშვილს – საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენელს

ნატო შავლაყაძეს – ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარეს

ნათია ჩერქეზიშვილს – (UNDP) გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს

ხათუნა ჭითანავას – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს

მარკ ჰულსტს – საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი