„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 25/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.016055
  • Word
324
20/10/2010
სსმ, 137, 25/10/2010
040090000.10.003.016055
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 324

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №10, მუხლი 107) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის გაუქმების (ყადაღის მოხსნის) თაობაზე და უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური