"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 25/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016052
  • Word
321
20/10/2010
სსმ, 137, 25/10/2010
290160000.10.003.016052
"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №321

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმ­წი­ფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სა­და­ზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ სა­ქარ­თ­ველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წ., №152 მუხ. 1798) შეტანილ იქნეს შემ­დე­გი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„32. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს და­ქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 2010 წლის 1 ნოემბრის შემ­დეგ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მო­ნაცემები შესაბამის ფილიალებში მცხოვრები ბენეფიციარების შესახებ.“.                            

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგ­რა­მების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიცია­რები;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    „ა.ბ1) „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი­სათ­ვის – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი ფილიალის ხელმძღვანელი;“; 

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გან­საზღვრულ ბენეფიციართათვის – სსიპ – სახელმწიფო ზრუნ­ვის სააგენტოს შესაბამისი ფილიალის ადგილმდებარეობა;“.

 მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ნოემბ­რიდან.

 პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური