დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 798 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 25/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.016024 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №798
2010 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005, №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:
„31. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შეუძლია საგადასახადო კუთხით არსებული სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში მოახდინოს დღგ-ის ზედმეტად გადახდილი თანხის საბაჟო გადასახდელებში ჩათვლა, რისთვისაც:
ა) გადასახადის გადამხდელი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენს:
ა.ა) „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას” ამ ინსტრუქციის დანართი №12-ის შესაბამისად;
ა.ბ) ორმხრივად დამოწმებულ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტს ამ ინსტრუქციის დანართი №17-ის შესაბამისად, რომელიც ფორმდება ცალ-ცალკე, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო კუთხით;
ბ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამზადებს დასკვნას საგადასახადო კუთხით წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის საბაჟო გადასახადელებში გადატანის/ჩათვლის თაობაზე ამ ინსტრუქციის დანართი №5-ის შესაბამისად;
გ) საბაჟო ორგანოს:
გ.ა) საბაჟო გადასახდელების დარიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ამოწმებს საგადასახადო კუთხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის მიხედვით საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების მომენტისთვის არსებულ ზედმეტობას;
გ.ბ) საბაჟო გადასახდელების დარიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ამოწმებს საგადასახადო კუთხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტში დაფიქსირებული სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებლის შესაბამისობას გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასა და იმ გადასახადის სახეში არსებულ მაჩვენებელთან, საიდანაც ხდება თანხის გადატანა/ჩათვლა. მათი შეუსაბამობის შემთხვევაში, დარიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ატყობინებს ვალდებულ პირს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობას.
32. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დამუშავების ოპერაციები ტარდება იმ რეგიონულ ცენტრში, სადაც ვალდებული პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, საგადასახადო კუთხით არსებული სალდირებული ზედმეტობიდან გადასახადის თანხის საბაჟო გადასახდელებში გადატანის/ჩათვლის მიზნით გპაბ-ზე შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება რეგიონული ცენტრის უფროსის/მოადგილის მიერ დამტკიცებული სათანადო დასკვნის საფუძველზე.
33. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დამუშავების ოპერაციები ტარდება იმ რეგიონულ ცენტრში, რომელშიც ვალდებული პირი არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, საგადასახადო კუთხით არსებული სალდირებული ზედმეტობიდან გადასახადის თანხის საბაჟო გადასახდელებში გადატანის/ჩათვლის მიზნით გპაბ-ზე შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება იმ რეგიონული ცენტრის უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სადაც ხორციელდება გადასახადის გადამხდელის საბაჟო დამუშავების ოპერაციები. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს ვალდებული პირის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადაგზავნილი საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ დამტკიცებული დასკვნა – საგადასახადო კუთხით ზედმეტად გადახდილი თანხის საბაჟო გადასახდელებში გადატანის/ჩათვლის თაობაზე.“.
2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის/საბაჟო გადასახდელის თანხის დაბრუნება ან სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადამხდელის სხვა გადასახადების/საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშებში გადატანა, კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში ხორციელდება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 214-ე მუხლების შესაბამისად.“.
3. დანართი №5 და დანართი №12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დანართი №5
„ვამტკიცებ“
საიდენტიფიკაციო ნომერი ––––––––––––––––––––––––––– საგადასახადო ორგანოს
უფროსი/მოადგილე
„----“---------------------- 20 წ.
დ ა ს კ ვ ნ ა №
(გადასახადის გადამხდელის დასახელება) განცხადებაზე ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის/საბაჟო გადასახდელის თანხების სხვა გადასახადზე/საბაჟო გადასახდელზე გადატანის შესახებ
(საგადასახადო ორგანოს დასახელება) ადასტურებს, რომ გადასახადის გადამხდელს (დასახელება) გპაბ-ზე გადასახადზე/საბაჟო გადასახდელზე (დასახელება და სახაზინო კოდი) დასკვნის შედგენის დღეს ერიცხება ზედმეტობა . . . . . . . . . . . . . ლარის ოდენობით. პირველადი დოკუმენტების შემოწმებით დადგენილია არსებული ზედმეტობა, რომელიც გამოწვეულია . . . . . . . . . . . . . . . . . . . მიზეზით. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ზედმეტად არსებული თანხიდან . . . . . . . . . . ლარის გადატანას გადასახადიდან/საბაჟო გადასახდელიდან (დასახელება) გადასახადზე/საბაჟო გადასახდელზე (დასახელება).
მომსახურების სამმართველოს უფროსი –––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)
შემსრულებელი –––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)
დანართი №12
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი
----------------------------------------------------------------------------------------------------------
გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი/დასახელება)
საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------
მისამართი --------------------------------------------------------------------------------------------
გაცნობებთ, რომ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ ----------- ლარის ოდენობით. მათ შორის ------------------- გადასახადზე/საბაჟო გადასახდელზე ------ ლარი და ა.შ.
გთხოვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის/საბაჟო კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად, ------------ გადასახადზე/საბაჟო გადასახდელზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ----------- ლარი გადამიტანოთ -------------------- გადასახადზე/საბაჟო გადასხდელზე (დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე: ბანკი----------------------------, ბანკის კოდი--------, ა/ა -----------------).
დავის განხილვის ფორმა --------------------------------------------------------------------------
(საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში)
მოთხოვნას თან ერთვის შედარების აქტი და სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებენ ზედმეტობის არსებობას.
ხელმოწერა --------------------------------
ბ.ა. „----“----------------------“ 20 წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები