დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 664 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 06/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.020.030.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №664
2009 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №185, მუხ. 1904) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.“;
ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი
1. საუწყებათაშორისო საბჭო თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (შემდეგში – „მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი“), რომელიც შედგება კოორდინატორისა და ექსპერტებისაგან.
2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საუწყებათაშორისო საბჭო.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები