დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 639 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 28/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №639
2009 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №151, მუხ. 1681) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ქალაქებში, გარდა თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისა, ITL-ის მნიშვნელობის დიფერენციაცია ზონებისა და ქვეზონების მიხედვით ხდება 0,5-დან (პერიფერიული არეალები) 1,5-ის (ცენტრალური არეალები) ფარგლებში.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს დედაქალაქში – თბილისში და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ITL-ის მნიშვნელობის დიფერენციაცია ზონების და ქვეზონების მიხედვით ხდება პერიფერიულ ზონაში 0,1-დან 0,7-ის ჩათვლით, შუალედურ ზონაში – 0,8-დან 1,4-ის ჩათვლით, ხოლო ცენტრალურ ზონაში – 1,5-დან 2,0-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები