„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 115, 22/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.110.000.08.
  • Word
628
18/09/2009
სსმ, 115, 22/09/2009
040.110.000.08.
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №628

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელ საქონელზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ შესაბამის ქონებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებულ მერქნულ რესურსებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთებზე.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად), ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების ღირებულება არ აღემატება 700 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევისათვის/სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე/საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პირობების დადგომისთანავე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი