საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 06/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1199
25/03/2005
სსმ, 12, 06/04/2005
000000000.00.000.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 48-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა პარლამენტის სესიის პერიოდში (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტის მორიგი სხდომების ჩატარების დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.“.

2. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 135

1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. დილის სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრების წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია.

3. რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი თავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.

4. თუ რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, უფლება აქვთ მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს.

5. პარლამენტის ყოველი დილის სხდომის გახსნისა და კენჭისყრის წინ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ, მანდატურთუხუცესი აღრიცხავს პარლამენტის წევრთა დასწრებას. საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, ფრაქციათა ხელმძღვანელები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები, რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, უმცირესობაში, ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით მანდატურთუხუცესს.

6. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.

7. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა ჩაეთვლება გაცდენილად, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში, ხოლო კენჭისყრების დღეებში – დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ.

8. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, პარლამენტის ის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

9. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. აღნიშნული მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის თავმჯდომარე (მოადგილე) – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე (მოადგილე) – პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში.

10. თუ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის შემდეგ ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, იმავე პროცედურით რეგისტრაცია იმართება საღამოს სხდომაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.“.

3. 237-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარლამენტში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, რომელშიც აისახება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. ფონდში ასახული თანხების მიზნობრივად განკარგვის თაობაზე კონკრეტულ წინადადებებს ამზადებს პარლამენტის თავმჯდომარე ან ხაზინადართა საბჭო. თანხის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. ფონდის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ფონდის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.

4. 263-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხელფასის დაკავება.“.

5. 264-ე მუხლის:

ა) მე-7–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, აღნიშნულ პირს დაუკავდება თანხა 1 თვის ხელფასის ოდენობით. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

8. პარლამენტის წევრის მიერ ხმის მიცემის მოწმობის განმეორებით გადაცემის შემთხვევაში მას ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით დაუკავდება თანხა 3 თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო ყოველი მორიგი გადაცემის შემთხვევაში – 6 თვის ხელფასის ოდენობით.

9. თუ პარლამენტის წევრი, რომელიც გაწევრიანებულია ორ კომიტეტში, კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომას, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით. პარლამენტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ აღირიცხება და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას დაუკავდება თითოეული სხდომის გაცდენისათვის ხელფასის 10%. პარლამენტის წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ. პლენარული სხდომის კვირის მომდევნო ორშაბათს მანდატურთუხუცესი საოქმო ჩანაწერების საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება თანხა 2 თვის ხელფასის ოდენობით. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის არჩატარების მიზეზს და იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. ამ მუხლის მე-7, მე-8, მე-9 და 91 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის წევრისათვის დაკავებული ხელფასის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს.“;

ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის მანდატურის სამსახური ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას საპარლამენტო ფრაქციების მითითებით, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის აღნიშვნით. პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას „პარლამენტის უწყებანში“ და განთავსებას პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.“.

    მუხლი 2.

  ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1199_ Iს