დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 608 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 14/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.110.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №608
2009 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36- ე მუხლის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
დ) 2 ( ორი) ფოტოსურათი;
ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის უფლება არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობს ან/ და უშუალო შეხება აქვს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან.“.
3. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. სააგენტო ადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკურ- სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას.
2. თუ სააგენტო დაადგენს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე და ასევე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, სააგენტო იწყებს წარმოებას და ამზადებს ერთიან დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
3. საქმის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
4. გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 6
ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტიდან ერთი კვირის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს საკითხის განხილვას და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე.“.
4. მე-7 მუხლის პირველი- მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ დასკვნას 3 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურს (შემდეგში– სამსახური).
2. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესის ან/ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია განცხადება და თანდართული დოკუმენტები გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შესასწავლად. აღნიშნული ორგანოების პასუხი სამსახურს უნდა წარედგინოს 20 დღის ვადაში.
3. დოკუმენტების (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში _ პასუხის) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას და სრულყოფილ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას.“.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 თვეს. აღნიშნული ვადის დინება შეიძლება შეჩერდეს დოკუმენტაციის წარდგენიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლამდე, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სააგენტო აუცილებლად მიიჩნევს უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლას მასთან პირადად გასაუბრების მიზნით.“.
6. ბრძანებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საქართველოს პრეზიდენტს
განცხადება
ბატონო პრეზიდენტო,
გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა.
ჩემ შესახებ მოგახსენებთ შემდეგს:
1. პირადი № -------------------------------------------------;
2. სახელი და გვარი --------------------------------------------------------------;
3. შეცვლილი გვარი, სახელი -----------------------------------------------------------------------------
----------- -------------------------------------------------------------------------------------------------------;
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. სქესი (შემოხაზეთ შესაბამისი): მმმდ;
5. დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) ----------------------------------------------------;
6. დაბადების ადგილი ----------------------------------------------------------------------
--------------- ---------------------------------------------------------------- ;
7. მოქალაქეობა (თუ ხართ ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქე, მიუთითეთ ყველა)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ;
8. განათლება
|
|
საგანმანათლებლო დაწესებულება |
სპეციალობა |
ჩაბარების თარიღი |
დამთავრების თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
9. სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, ძალოვან უწყებებსა და სპეციალურ სამსახურებში)
|
|
სამსახურის დასახელება |
თანამდებობა |
მიღების თარიღი |
გათავისუფლების თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
10. თქვენი წლიური შემოსავალი (შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი)
0 25 000 ლარამდე;
0 25 000-დან 50 000 ლარამდე;
0 50 000-დან 100 000 ლარამდე;
0 100 000 ლარამდე და ზევით.
11. იღებთ თუ არა სხვა ქვეყნებში პენსიას ან სხვა სახის თანხ ა ს, რა საფუძვლით და ოდენობით
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------ ;
12. ხართ თუ არა ნასამართლევი და თუ ხართ, რა დანაშაულისათვის?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------;
----------------------------------------------------------------------------------------------- ----------- ;
13. ხართ თუ არა „მიუღებელი პირი ” რომელიმე სახელმწიფოსათვის? (თუ ხართ, მიუთითეთ ქვეყნები)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------- ---------------------- ----;
----------------------------------------------------------------------------------------------- ----------- ;
14. მისამართი და ტელეფონის ნომრები (მობილურის, სამსახურისა და ბინის)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------- -----;
15. პასპორტის სერია --------- და № --------------------.
ვის მიერ, რა თარიღით და რა ვადით არის გაცემული იგი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------- ---------------- -------------;
----------------------------------------------------------------------------------------------- ----------- ;
16. ცხოვრობდით თუ არა საქართველოში? (თუ ცხოვრობდით, მიუთითეთ წლები და მისამართი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------ -------------- -------------;
17. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --;
18. ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები
|
ნათესაური კავშირი |
სახელი და გვარი |
დაბადების ადგილი და თარიღი |
პირადი ნომერი |
|
მეუღლე |
|
|
|
|
შვილები |
|
|
|
|
მამა |
|
|
|
|
დედა |
|
|
|
19. დაასახელეთ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები (საქართველოს მოქალაქეები), ვინც პირადად გიცნობთ
|
სახელი და გვარი |
ურთიერთობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
20. გყავთ თუ არა ნათესავები საქართველოში?
|
ნათესაური კავშირი |
სახელი და გვარი |
საცხოვრებელი ადგილი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
21. უწევთ თუ არა რაიმე სახის მატერიალურ დახმარებას საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს ან სხვა პირებს? თუ უწევთ, ვის და რა ოდენობით?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------;
22. რა საკუთრება გა ქვ თ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ;
23. მოხდილი გაქვთ თუ არა სამხედრო ვალდებულება, რომელ ქვეყანაში და რა სპეციალური წოდება გაქვთ
მიღებული?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------- ---;
24. ეწევით თუ არა სამეწარმეო საქმიანობას და თუ ეწევით _ სად და რა სფეროში?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------- ;
25. გეგმავთ თუ არა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას საქართველოში და თუ გე გ მავთ, რა სფეროში?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------;
26. დამატებითი ინფორმაცია
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------- ------------------------------- -;
27. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:
0 -----------------------------------------------------------------------------;
0 -----------------------------------------------------------------------------;
0 -----------------------------------------------------------------------------;
0 -----------------------------------------------------------------------------.
ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის შემთხვევაში, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მონიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მონიჭების შემდგომ აღნიშნული გარემოებების გამოვლენა გახდება ჩემ მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.
--------------------------------------------- (ხელმოწერა)
-------------
(თარიღი)
განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე:
---------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი და გვარი გარკვევით). “.
მუხლი 2
ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები