დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 594 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 10/09/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 10/09/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №594
2009 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. განსაკუთრებულ შემთხვევებში იმ პირებზე, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ დებულების №2 დანართით, სამსახურებრივი პასპორტი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თუ სამსახურებრივი პასპორტი გაცემულია ამ დებულების მე-2 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები