,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 19/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.10.003.000.315
  • Word
181
14/10/2005
სსმ, 120, 19/10/2005
110.080.000.10.003.000.315
,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე:

    მუხლი 1

,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., მუხლი 273) დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ტარიფების 1.1.5. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1.1.5.

საბუთების, ბლანკების ექსპერტიზა

1-დან 100 ცალამდე საბუთი (ბლანკი)

 

20

 

 

 

100-დან 1000 ცალამდე     –

10

 

 

1000-დან 10000 ცალამდე    –

2

 

 

10000-დან 100000 ცალამდე   –

0.5

 

 

100000-დან 1000000 ცალამდე  –

0.01

 

 

1000000-დან ზევით       –

0.006

2. ტარიფების 1.4. პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) 1.4.12. და 1.4.13. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1.4.12.

კვალის ვარგისიანობის დადგენა

1 კვალი

15

1.4.1.3.

კვალის საიდენტიფიკაციო გამოკვლევა

1 კვალი

20

 

ბ) 1.4. პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.4.26. და 1.4.27. ქვეპუნქტები:

 

1.4.26.

პიროვნების დაქტილოსკოპირება

1 პირი

10

1.4.27.

გვამის დაქტილოსკოპირება

1 გვამი

50

 

3. ტარიფების 2.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2.2.

საინჟინრო და სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა

 

 

 

 

2.2.1.

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექ-ტროაპარატურის, დანადგარის, ხელსაწყოსა და მოწყობილობის ექსპერტიზა

1 ობიექტი

25

2.22.

სამრეწველო დანიშნულების ელექტროაპა-რატურის, დანადგარის, ხელსაწყოსა და მოწყობილობის ექსპერტიზა

1 ობიექტი

100

2.2.3.

ბინის შეფასება

1 ობიექტის 1 კვ.მ.

1 ლარი დამატებული მთლიან ობიექტზე 50 ლარი

2.2.4.

სახლმფლობელობის შეფასება

1 ობიექტის 1 კვ.მ.

1 ლარი დამატებული მთლიან ობიექტზე 100 ლარი

2.2.5.

არასაცხოვრებელი ფართობის ექსპერტიზა

1 ობიექტის 1 კვ.მ.

1 ლარი

2.2.6.

ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა

100000 ლარამდე

ღირებულების 1.5 %

 

 

100000-დან 500000 ლარამდე

ღირებულების 1 %

 

 

500000-დან 1000000 ლარამდე

ღირებულების 0.75 %

 

 

1000000-დან ზევით

ღირებულების 0.50 %

2.2.7.

შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა

100000 ლარამდე

ღირებულების 2 %

 

 

100000-დან 500000 ლარამდე

ღირებულების 1.5 %

 

 

500000-დან 1000000 ლარამდე

ღირებულების 1 %

 

 

1000000-დან ზევით

ღირებულების 0.5 %

2.2.8.

სხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა

1 სამუშაო დღე

50

4. ტარიფების 2.3.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2.3.4.

საქონლის გამოკვლევა და შეფასება

1 სახეობის ობიექტი

50, მაგრამ ერთ ექსპერტიზაზე არა უმეტეს 10000-სა

 

5. ტარიფების 3.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3.3.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა

 

 

3.3.1.

ერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით

1 ობიექტი

15

3.3.2.

ორი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით

1 ობიექტი

20

3.3.3.

სამი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით

1 ობიექტი

25

3.3.4.

ოთხი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით

1 ობიექტი

30

3.3.5.

ხუთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით

1 ობიექტი

35

3.3.6.

ექვსი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით

1 ობიექტი

40

.33.7.

შვიდი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით

1 ობიექტი

45

3.3.8.

ობიექტის ჰიდროლიზი

1 ობიექტი

10

3.3.9.

მშრალი ნაშთის მისაღებად ობიექტის გამოწვლილვა (ექსტრაქცია)

1 ობიექტი

15

3.3.10.

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ჯგუფის) აღმოსაჩენი ერთი ანალიზური რეაქციის ჩატარება

1 ობიექტი

5

3.3.11.

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ანალიზური ჯგუფის) გამოკვლევა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით ერთ სისტემაში

1 ობიექტი

15

3.3.12.

ამონასუნთქ აირში ალკოჰოლის ტესტირება

1 ობიექტი

5

3.3.13.

ბიომასალაში ალკოჰოლის თვისებრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა აირ-თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით

1 ობიექტი

40

3.3.14.

ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა Toxi-Lab და სხვა სკრინინგ სისტემით

1 ობიექტი

50

3.3.15.

ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების სრული სკრინინგი Toxi-Lab ან სხვა სკრინინგ სისტემით

1 ობიექტი

120

3.3.16.

ობიექტში ერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების აღმოჩენა ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით

1 ობიექტი

120

3.3.17.

ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების თვისობრივ-რაოდენობრივი განსაზღვრა ან სკრინინგი ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით

1 ობიექტი

180

3.3.18.

დასკვნა ერთ მარტივ თეორიულ კითხვაზე

1 ობიექტი

10

3.3.19.

დასკვნა ერთ რთულ თეორიულ კითხვაზე

1 ობიექტი

30

 

6. ტარიფების 3.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3.4.

კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, აგრეთვე ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა

 

 

 

 

3.4.1.

უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

5

3.4.2.

ალკოჰოლიანი სასმელების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

10

3.4.3.

საკონდიტრო ნაწარმის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

8

3.4.4.

ფქვილისა და პურსახცობი ნაწარმის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

8

3.4.5.

ხილ-ბოსტნეულის წვენების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

6

3.4.6.

საკონსერვო მრეწველობის ნაწარმის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

10

3.4.7.

ხორცისა და ხორცის ნაწარმის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

7

3.4.8.

თევზისა და თევზეულის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

10

3.4.9.

რძე და რძის პროდუქტების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

7

3.4.10.

ცხოველური წარმოშობის საკვები ცხიმების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

8

3.4.11.

მცენარეული წარმოშობის საკვები ცხიმების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

10

3.4.12.

მინერალური წყლების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

15

3.4.1.3.

სანელებლებისა და სხვა გემოვანი პროდუქტების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

6

3.4.14.

ჩაისა და ყავის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

8

3.4.15.

თამბაქოს ნაწარმის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

10

3.4.16.

მარცვლეულისა და სხვა ბურღულეულის ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

7

3.4.17.

მიკრობიოლოგიური გამოკვლევა

1 მაჩვენებელი

20

3.4.18.

ნიმუშის (სინჯის) აღება საანალიზოდ

1 მაჩვენებელი

30

3.4.19.

ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა

1 მაჩვენებელი

50

 

7. ტარიფების IV მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

IV.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა

 

 

4.1.

ცოცხალ პირთა ექსპერტიზა

 

 

4.1.1.

ცოცხალ პირზე დაზიანების არსებობის, მისი ხარისხის, წარმოშობის მექანიზმისა და ხანდაზმულობის დადგენა ვიზუალურად და/ან სამედიცინო დოკუმენტაციით 

1 ფიზიკური პირი

35

4.1.2.

ასაკისა და/ან სქესობრივი სიმწიფის დადგენა კომისიური წესით 

1 ფიზიკური პირი

150 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე

4.1.3.

კომისიური ექსპერტიზის მასალებით

1 ფიზიკური პირი

150

4.1.4.

კომისიური ექსპერტიზა საქმის მასალებით მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით

1 ფიზიკური პირი

200 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე

4.1.5.

საქალწულე აპკის მთლიანობისა და შეუღლების ფაქტის დადგენა

1 ფიზიკური პირი

150

4.1.6.

მამაკაცის შეუღლებისა და ჩასახვის უნარის დადგენა კომისიური წესით

1 ფიზიკური პირი

100 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე

4.1.7.

ორსულობის ფაქტის დადგენა კომისიური წესით

1 ფიზიკური პირი

100 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე

4.1.8.

მამათმავლობის ფაქტის დადგენა

1 ფიზიკური პირი

80

4.1.9.

საეჭვო სქესობრივი მდგომარეობის დადგენა კომისიური წესით

 

 

100 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე

4.2.

გვამების ექსპერტიზა

 

 

4.2.1.

გვამის გამოკვლევა

1 გვამი

300

4.2.2.

შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერება

1 შემთხვევის ადგი-ლი

70

4.2.3.

ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევა

1 გვამი

400

4.2.4.

გვამის გარეგნული გამოკვლევა

1 გვამი

70

4.2.5.

გვამის კომისიური ექსპერტიზა საქმის მასალებით

1 გვამი

150

4.2.6.

გვამის კომისიური ექსპერტიზა მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით

1 გვამი

150 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე

4.3.

ჰისტოლოგიური ექსპერტიზა

 

 

4.3.1.

ჰისტოლოგიური მასალის დამზადება და გამოკვლევა

1 ობიექტი

7

4.3.2

პლანქტონის გამოკვლევა შინაგან ორგანოში

1 ობიექტი

40

4.3.3

პლანქტონის გამოკვლევა ძვლის ტვინში

1 ობიექტი

45

4.3.4.

წყლის სინჯების გამოკვლევა პლანქტონის არსებობაზე

1 ობიექტი

20

4.4.

ბიოლოგიური ექსპერტიზა

 

 

4.4.1.

ბიოლოგიური ობიექტის არსებობის დადგენა

1 ანალიზი

15

4.4.2.

ბიოლოგიური ობიექტის სახეობის დადგენა

 

20

4.4.3.

ბიოლოგიური ობიექტის ჯგუფის დადგენა

 

25

4.4.4.

თმის ექსპერტიზა

1 ობიექტი

20, მაგრამ არა უმეტეს 200-სა

4.4.5.

თმის მორფოლოგიური ექსპერტიზა

1 ობიექტი

25, მაგრამ არა

უმეტეს 250-სა

4.4.6.

თმის იდენტიფიკაცია

1 ობიექტი

30, მაგრამ არა

უმეტეს 300-სა

4.4.7.

განავლოვანი მასების არსებობის დადგენა

1 ექსპერტიზა

20

4.4.8.

კარბოქსიჰემოგლობინის გამოკვლევა

1 ექსპერტიზა

20

4.4.9.

სხვა სახის ბიოლოგიური ექსპერტიზა

1 ობიექტი

25

4.5.

სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა

 

 

4.5.1.

სისხლში, შარდში ან სხვა ობიექტში ალკოჰოლის თვისებრივი და რაოდენობრივი გამოკვლევა გაზოქრომატოგრაფიის მეთოდით

1 ობიექტი

15

4.5.2.

კუნთში, ტვინში ან სხვა ობიექტში ალკოჰოლის გამოკვლევა გადადენის მეთოდით

1 ობიექტი

20

4.5.3.

შინაგან ორგანოებში, სისხლში, შარდში ან სხვა ობიექტში მქროლავი შხამების გამოკვლევა გადადენის მეთოდით

1 ობიექტი

25

4.5.4.

შინაგან ორგანოებში, სისხლში, შარდში ან სხვა ობიექტში ნარკოტიკული ნივთიერების გამოკვლევა გამოწვლილვის მეთოდით

1 ობიექტი

45

4.5.5.

შარდში ერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან საძილე ნივთიერების (ნივთიერებათა ჯგუფის) გამოკვლევა იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით – „სტრიქსით“

1 ობიექტი

15

4.5.6.

შარდში ორი ან მეტი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან საძილე ნივთიერების (ნივთიერებათა ჯგუფის) გამოკვლევა იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით – „სტრიქსით“

1 ობიექტი

20

4.5.7.

შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში ფოსფორორგანული შენაერთების ან სხვა შხამქიმიკატის გამოკვლევა გამოწვლილვის მეთოდით

1 ობიექტი

35

4.5.8.

შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში ფოსფორორგანული შენაერთების ან სხვა შხამქიმიკატის გამოკვლევა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით

1 ობიექტი

20

4.5.9.

შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში მძიმე მეტალების გამოკვლევა კონცენტრირებული მჟავებით

1 ობიექტი

80

4.5.10.

შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში დარიშხანისა და სინდიყის გამოკვლევა „რეინიშის“ სინჯით

1 ობიექტი

15

4.5.11.

ზოგიერთი ნივთიერების გამოკვლევა დიალიზის მეთოდით

1 ობიექტი

20

4.5.12.

ზოგიერთი ნივთიერების გამოკვლევა დანაცრიანების მეთოდით

1 ობიექტი

40

4.5.13.

მარტივი ნივთიერების შემადგენლობის დადგენა

1 ობიექტი

20

4.5.14.

რთული ნივთიერების შემადგენლობის დადგენა

1 ობიექტი

40

4.5.15.

ნივთიერებაში დარიშხანის ან ფოსფიდის შემცველობის დადგენა “გუტცეიტის” მეთოდით

1 ობიექტი

10

4.5.16.

ნარკოტიკული და სხვა ძლიერმოქმედი აზოტშემცველი ნივთიერებების განსაზღვრა სკრინინგ მეთოდით

1 ობიექტი

100

4.5.17.

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სედატიური ნივ-თიერებების განსაზღვრა სპექტროფოტოკოლორიული მეთოდით ან სხვა ინსტრუმენტული მეთოდით

1 ობიექტი

150

4.6.

სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა

 

 

4.6.1.

კანის პრეპარატის ექსპერტიზა

1 ობიექტი

30

4.6.2.

ძვლის პრეპარატის ექსპერტიზა

1 ობიექტი

50

4.6.3.

ძვლის პრეპარატის ექსპერტიზა ასაკის განსაზღვრის მიზნით

1 ობიექტი

40

4.6.4.

ასაკის დადგენა კბილების ცვეთის მიხედვით

1 ფიზიკური პირი (გვამი)

20

4.6.5.

სიმაღლის განსაზღვრა ძვლების მიხედვით

1 ობიექტი

20

4.6.6.

სქესის განსაზღვრა ძვლების მიხედვით

1 ობიექტი

30

4.6.7.

ტანსაცმლის გამოკვლევა

1 ობიექტი

50

4.6.8.

მატრავმირებელი საგნის ექსპერტიზა

1 ობიექტი

20

4.6.9.

ჩონჩხის ძვლების ანატომიურ-მორფოლოგიური სტრუქტურის დადგენა

1 ექსპერტიზა

150

4.6.10.

დამარხვის ხანდაზმულობის დადგენა ძვლოვანი ნარჩენების მიხედვით

1 ექსპერტიზა

150

4.6.11.

პიროვნების იდენტიფიკაცია ფოტო- და რენტგენოშე-თავსების გზით

1 ფიზიკური პირი

200

4.6.12.

პიროვნების იდენტიფიკაცია საიდენტიფიკაციო ნიშნების მიხედვით

1 ფიზიკური პირი

300

4.6.13.

სისხლის კვალის (შხეფი, წვეთი და ა.შ.) განვითა-რების მექანიზმის დადგენა

1 ობიექტი

10

4.6.14.

დაზიანებათა შესაბამისობის დადგენა

1 ობიექტი

20

4.6.15.

სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტაციით

1 ექსპერტიზა

100

 

 

8. ტარიფების V მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

V.

სასამართლო ფსიქიატრიულ-ნარკოლოგიური ექსპერტიზა

 

 

 

 

5.1.

სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა

 

 

 

 

5.1.1.

ამბულატორიული ფსიქიატრიული გამოკვლევა

1 ფიზიკური პირი

180

5.1.2.

სტაციონარული ფსიქიატრიული გამოკვლევა

1 ფიზიკური პირი 1 დღე

45

5.1.3.

ფსიქოლოგიური გამოკვლევა

1 ფიზიკური პირი

120

5.1.4.

სტაციონარული კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქო-ლოგიური გამოკვლევა

1 ფიზიკური პირი 1 დღე

50

5.2.

სასამართლო ნარკოლოგიური ექსპერტიზა

 

 

5.1.

ალკოჰოლური თრობის კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა ამონასუნთქ ჰაერში

1 ანალიზი

10

5.2.

ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებათა ზემოქმედების ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით

1 ექსპერტიზა

20

5.3.

ამბულატორიული ნარკოლოგიური გამოკვლევა

1 გამოკვლევა

150

5.4.

სტაციონარული ნარკოლოგიური გამოკვლევა

1 ფიზიკური პირი 1 დღე

40

 

9. ტარიფებს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI მუხლი:

 

VI.

სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სხვა მომსახურება

 

 

 

 

6.1.

დაწესებულების ექსპერტის მიწვევა სპეციალისტის სახით

1 სამუშაო დღე

60 დამატებული სამივლინებო ხარჯები

6.2.

პირის ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობის გაცემა

1 ცნობა

5

6.3.

პიროვნების ხელის ანაბეჭდების აღება და სათანადო ცნობის გაცემა

1 სრული ანაბეჭდი

----------------------------

1 ცნობა

10

--------------------

5

6.4.

მესამე პირების მიერ დაწესებულების პროზექტურაში სამეცნიერო ან/და სასწავლო მიზნით გვამის კვლევა

1 სამუშაო დღე

30

 

    მუხლი 2

საჯარო მოხელეებისათვის 6.3. პუნქტით განსაზღვრული ტარიფი შემცირდეს 50 პროცენტით.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 

პრემიერ-მინისტრი      ზ. ნოღაიდელი