„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 02/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.
  • Word
561
01/09/2009
სსმ, 108, 02/09/2009
120.010.000.08.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

2009 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

ა) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) ანალიტიკური დეპარტამენტი.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;“;

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) ანალიტიკური დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი