,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 17/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.314
  • Word
180
14/10/2005
სსმ, 119, 17/10/2005
010.240.030.10.003.000.314
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტე­ბის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბა­მისად ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი;

ბ) მე-12 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტო­რინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტი”;

გ) ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლი;

დ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინ­გისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირი­თა­დი ამოცანებია:

ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულე­ბე­ბისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და ნორმატიული აქ­ტების პროექტების მომზადება;

ბ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;

გ) სასჯელაღსრულების სისტემის სისტემატური მონიტო­რინგი სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვე­ვების გამოვლენა/აღმოფხვრის მიზნით. რეფორმების მიმდინარეო­ბისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართუ­ლებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელ­აღსრუ­ლების დაწესებულების სამედიცინო სამსახურების ზე­დამ­ხედველობა და კონტროლი;

ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდემია­საწი­ნააღმდეგო და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზება;

ზ) სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სის­ტემის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნ­ველყოფა;

თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკუ­ლო­ზისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგ­რამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტ­როლი;

ი) ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური კომისიების ხელმძღვანელობა და კონტროლი;

კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;

ლ) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

მ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი;

ნ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის, პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროუ­ლი გაწერის ორგანიზება;

ო) მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულ-დიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;

პ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვა სამედი­ცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზება და კონტროლი;

ჟ) მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისა და ავადმყო­ფობის გამო გათავისუფლების საკითხთა წინასწარი მომ­ზადება.”

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ზ. ნოღაიდელი