„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის N№512 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„

  • Word
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის N№512 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 21/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 25/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 410080000.22.023.016010
  • Word
49
21/10/2010
სსმ, 137, 25/10/2010
410080000.22.023.016010
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის N№512 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის N№512 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №49

2010 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის 512 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61- მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის 512 ბრძანებით (სსმ III, 12.12.05, №144, მუხ. 1602) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სანაპირო თევზჭერაწარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.”.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. შიდა წყალსატევებში თევზჭერაწარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.”.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19, მე-20 და 21- პუნქტები:

„19. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სამკუთხა ფორმის სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.

20. სასროლი ბადესასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;

21. ჩოგანბადესათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;”.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;”.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.”.

6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.”.

7. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება აკვალანგებისა და სხვა სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.“.

8. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი/სიგრძე - სიგანე 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.“.

9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები

1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაგარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში ინსპექცია), განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ აღნიშნულთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის გადამუშავების შესახებ.

3. თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში ინსპექციის კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.

4. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია ინსპექციაში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრასპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).”.

10. 181 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე.”.

11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

     „მუხლი 182. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა

1. ამ დებულებით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,”, ,,”, ,,და ,,ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.

2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.”.

12. დებულებით დამტკიცებული დანართი № 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე

 

 

N

თევზის სახეობა

 

ჭერისათვის დაშვებული

თევზის მინიმალური

სიგრძე (მმ-ში)

1

ქაფშია

70

2

ქარსალა

60

3

მერლანგი

120

4

კეფალისებრნი

200

5

კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი)

850

6

სტავრიდა

100

7

ხონთქარა (ბარაბული)

85

8

ღიპა ქაშაყი

110

9

შავი ზღვის ქაშაყი

170

10

სარღანი

320

11

ლუფარი

220

12

პელამიდა

250

13

სკუმბრია

150

14

ღორჯოსებრნი

110

15

ქამბალა-კალკანი

350

16

მიდია

50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)

17

გარნელი(კრევეტი)

35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)

18

ღლავი (ლოქო)

500

19

ფარგა

380

20

წერი (ქარიყლაპია)

320

21

სიგისებრნი

180

22

ჭერეხი

400

23

კობრი

320

24

კაპარჭინა

260

25

ჭანარი

320

26

შამაია

250

27

ხრამული ტბის

250

28

ხრამული მდინარის

220

29

ვიმბა

120

30

სხვა თევზები

200

                                                                                                                                               “.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის 40 ბრძანებაცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის 512 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                          გ. ხაჩიძე