„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 14/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.
  • Word
501
11/08/2009
სსმ, 101, 14/08/2009
140.010.000.08.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №501

2009 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., № 152, მუხ. 1389) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-17 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-17 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;“;

გ) დებულების 21-ე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ახორციელებს უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას;“;

დ) დებულების 21-ე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი