„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 06/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.
  • Word
480
03/08/2009
სსმ, 97, 06/08/2009
010.340.000.08.
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №480

2009 წლის 3 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის   №941 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., № 135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დებულების № 2 დანართის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, მთავარ მრჩევლებს, პრესსამსახურის განყოფილების უფროსებს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მთავარ კონსულტანტებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის არა უმეტეს 10 თანამშრომელს – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინების საფუძველზე“;

ბ) დებულების № 2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის დირექტორს და მის მოადგილეს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი