დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 17/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.400.000.10.003.000.312 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №178
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავების, ჰიდროლოგიურ ბალანსზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისა და წყალდიდობის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის №52 ბრძანებით (13.04.05) შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ლაგოდეხის რაიონში, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის გასწვრივ – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარსა და მდინარე კაბალის შესართავს შორის მდებარე ჭიაურის ტყის ნაწილში ჰიდროლოგიურ ბალანსზე ნეგატიური გავლენის შემსუბუქების, ასევე წყალდიდობის პრობლემების გადაწყვეტისათვის:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) ორ თვეში შეიმუშაოს ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტი.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) ლაგოდეხის რაიონში მალარიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განახორციელოს ეპიდსიტუაციის სათანადო კონტროლი და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებანი.
3. ეთხოვოს ლაგოდეხის რაიონის გამგეობას, რომ შეისწავლოს მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადის – აფენის ქვემო წელში, მისი კალაპოტის გასწვრივ არსებული ხელოვნური თევზსაშენი ტბორების კანონიერების საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ლაგოდეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების რეგულირებისა და ნაპირდამცავ ნაგებობათა პროექტის შემუშავებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კონტროლი დაუწესონ ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებას.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები