დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 475 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 03/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №475
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №42, მუხ. 478) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,22. იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულების მე-2 პუნქტით, ჩამოიწერება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარდგინების საფუძველზე ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანებით.
შენიშვნა: ამ პუნქტის და სხვა შესაბამისი პუნქტების მიზნებისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებით ტერმინში ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანება“ იგულისხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანება“.
ბ) დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. „სამინისტროებისა და შესაბამისი დაწესებულებების“ მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიაში მათ ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული, ამ დებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ქონების ჩამონათვალის წარდგენისას, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას, თან უნდა ერთვოდეს:
ა) შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ცნობა, რომ ქონებაზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები; ან
ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცემული თანხმობა ჩამოწერაზე, თუ ქონებაზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები“.
გ) დებულების 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,27. მატერიალური საშუალებები, რომლებიც ექვემდებარება ჩამოწერას ვადაგასულობის, ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობის ან მიზნობრივად გამოუყენებლობის (ზენორმატიულობის) გამო, არ შეიძლება იყოს უტილიზირებული (დაშლილი) სათადარიგო ნაწილებად, ან გამოყენებული სასწავლო მიზნებისათვის დამტკიცებული ჩამოწერის აქტის, ან საინსპექტორო მოწმობის მიღებამდე და/ან სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული მოქმედებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასრულებამდე. აღნიშნული არ ეხება გეგმურ სწავლებებზე, საცდელ-საკონტროლო გამოცდებში, საბრძოლო მოქმედებებში და სხვა წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებში დახარჯულ ნებისმიერი სახის საბრძოლო მასალას, რომელთა ჩამოწერა ხდება მათი გამოყენების შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამი-ნისტროსთან მიმართებით სამხედრო-ტექნიკური ქონების (მატერიალური საშუალებების) ვარგისი ნაწილები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მატერიალური საშუალებების შესაკეთებლად/ გასარემონტებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის გადაწყვეტილებით ჩამოწერის აქტის დამტკიცებამდე ან საინსპექტორო მოწმობის მიღებამდე. თუ ჩამოსაწერი ან/და მატერიალური საშუალებების ჩამოწერამდე სარემონტო ფონდად (მათ შორის, სათადარიგო ნაწილებად) გამოსაყენებელი ქონების მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული მოქმედებები, გადაწყვეტილება ქონების ჩამოწერის ან ქონების ჩამოწერამდე მისი სარემონტო ფონდად გამოყენების შესახებ მიიღება შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაცემული თანხმობის შემთხვევაში“.
დ) დებულების 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,30. მატერიალური საშუალებების დაშლა (დანაწილება) ან 27-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის გადაწყვეტილებით მატერიალური საშუალებების ვარგისი ნაწილების გამოცალკევება წარმოებს კომისიის თანდასწრებით, რომელიც იქმნება დანართი №1-ით განსაზღვრული მატერიალური საშუალებების ჩამოწერაზე უფლებამოსილი პირის მიერ, შედგება შესაბამისი სპეციალისტების, თანამდებობის პირთაგან და ფორმდება შესაბამისი აქტით“.
ე) დებულების 39-ე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ტექნიკური მდგომარეობის აქტებით ჩამოიწერება ის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლის კაპიტალური რემონტი ეკონომიურად არამიზანშეწონილია (რემონტის (მათ შორის სარემონტო ქონების ტრანსპორტირების ხარჯების) ფასი აღემატება პირველადი ღირებულების 60%-ს)“.
ვ) დებულების მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,40. ჩამოწერას დაქვემდებარებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა და ჩამოწერის აქტების შედგენა წარმოებს კომისიის მიერ, რომელიც იქმნება ,,სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულების“ შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ. კომისია დაკომპლექტდება ,,სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულების“ სპეციალისტებით“.
ზ) დებულების 42-ე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ,,სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებით (ექსპლუატაციის, შენახვის, ვარგისიანობის) განსაზღვრული ვადებით. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ვადები არ არის დაწესებული, ვადების განსაზღვრის მიზნით, აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და/ან შესაბამისი დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს“.
თ) დებულების 48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,48. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის აქტის წარდგენისას, რომელთა ექსპლუატაცია (მუშაობა) აღირიცხება ფორმულარებში (პასპორტებში), შუამდგომლობის გარდა აუცილებელია წარდგენილ იქნეს შედგენის დღისათვის მთლიანად გაფორმებული (შევსებული) კრებსითი აქტი (დანართი №4). თან უნდა ერთოდეს ცნობა, რომ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებების მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს თანხმობა“.
ი) დებულების 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,54. თუ ამ მოწყობილობიდან თუნდაც ერთის შეცვლა არ შეიძლება, ან მისი შეცვლა გამოიწვევს დიდ დანახარჯებს, ან შეიარაღების (ტექნიკის) ნიმუშის დანიშნულების შესაბამისი გარემოებების საფუძველზე შეცვლის გამო ნიმუში აღარ საჭიროებს დაზიანებული მოწყობილობის შეცვლას, მაშინ ის ჩამოიწერება დადგენილი წესით მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ამის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას ის თანამდებობის პირი, რომელსაც შეიარაღების (ტექნიკის) აღნიშნული ნიმუშის ჩამოწერაზე აქტის დამტკიცებისას საინსპექტორო მოწმობების გაცემის უფლება აქვს (ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მითითებული უფლებამოსილება გააჩნია სხვა პირს ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით)“.
კ) დებულების 55-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,55. საბრძოლო მოქმედების დროს დაკარგული მატერიალური საშუალებების ჩამოწერა წარმოებს ნაკრები აქტით. ამ შემთხვევაში აქტები და საინსპექტორო მოწმობები მტკიცდება მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ და ცნობის სახით გადაეცემა საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებს“.
ლ) დებულების 62-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,62. იკრძალება საინსპექტორო მოწმობის გაცემა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაცემული თანხმობის გარეშე, თუ ზარალი მიყენებულია პირის არაკანონიერი მოქმედების შედეგად და საქმის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები“.
მ) დებულების 63-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,63. საინსპექტორო მოწმობები გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:
ა) როცა მატერიალური საშუალებები დაკარგულია/განადგურებულია ან დაზიანებულია საბრძოლო მოქმედებების, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან სტიქიური უბედურების დროს, თუ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გამოხატავს თანხმობას საინსპექტორო მოწმობის გაცემაზე;
ბ) თუ მატერიალური საშუალებები დაკარგულია/განადგურებულია ან დაზიანებულია ხანძრის, კატასტროფის ან ავარიის დროს და არ არის საფუძველი თანამდებობისა და სხვა პირთა მატერიალური პასუხისგებისთვის და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გამოხატავს თანხმობას საინსპექტორო მოწმობის გაცემაზე;
გ) როცა მატერიალური საშუალებები განადგურებულია ან მოყვანილია უვარგის მდგომარეობაში მოწინააღმდეგის ხელში ჩაგდების თავიდან აცილების მიზნით, ზემდგომი მეთაურების ბრძანების შესაბამისად, თუ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გამოხატავს თანხმობას საინსპექტორო მოწმობის გაცემაზე;
დ) როცა მატერიალური საშუალებების დაკარგვით/განადგურებით ან დაზიანებით მიყენებული ზარალი დაშვებულ იქნა გამოცდების ან სწავლების მსვლელობისას“.
ნ) დებულების 65-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,65. დაკარგული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერაზე საინსპექტორო მოწმობას გასცემენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა) ,,სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელს _ ,,სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების“ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, ან ,,სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების“ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სამმართველოს უფროსების, ან ,,სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების“ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით (ჯარის სახეობის სარდლების, სამმართველოს უფროსების დასკვნებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფის ქვედანაყოფთან შეთანხმებით)“.
ო) დებულების 71-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,71. საინსპექტორო მოწმობა რეგისტრირდება რეგისტრაციის წიგნში და მიენიჭება ნომერი მათი რეგისტრაციის თანმიმდევრობის მიხედვით. საინსპექტორო მოწმობების გაცემის რეგისტრაციის ჟურნალს ხელმოწერით ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ან ,,სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი“.
პ) დებულების დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი #4
„ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ “
სამინისტროს, შესაბამისი დაწესებულების უფროსის
(საქართველოს შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბის უფროსი)
––––––––––––––––––––––––(ხელმოწერა)
,,–––––“–––––––––––––––––200 წ.
კ რ ე ბ ს ი თ ი ა ქ ტ ი #
(ვადაგასული, გამოუსადეგარი,ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი,ზენორმატიული)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური ქონების და სხვა სახის მატერიალური
ფასეულობების)
ტექნიკური მდგომარეობის (ჩამოწერის) შესახებ
| № | მატერიალური ფასეულობების დასახელება | რაოდენობა, ცალი | საქარხნო ნომერი | გამოშვების წელი | აქტის ნომერი (ფორმა 12) | ფორმულარის ნომერი | დადგენილი რესურსი წელი/სთ | ბოლო რემონტის თარიღი წელი | რემონტებს შორის რესურსი წელი/სთ | ნამუშევრობა ექსპლუატაციის დაწყებიდან წელი/სთ | ნამუშევრობა ბოლო რემონტის შემდეგ წელი/სთ | ტექნიკური მდგომარეობა, დასკვნა შემდგომი ექსპლუატაციისა და დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| კომისიის საერთო დასკვნა ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, წინადადებები შემდგომი განკარგვის თაობაზე
კომისიის თავმჯდომარე (ქვედანაყოფის მეთაური, ხელმძღვანელი) /ხელმოწერა/
ბ.ა.
კომისიის წევრები, მათ შორის:
შენახვა/ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი /ხელმოწერა/
მატ.პასუხისმგებელი პირი/შენახვის საცავის უფროსი /ხელმოწერა/
საფინანსო სამსახურის (განყოფილების) უფროსი /ხელმოწერა/
|
| შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ი ა :
სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულების ცენტრალური უზრუნველყოფის/სააღრიცხვო ქვედანაყოფის უფროსი /ხელმოწერა/
ბ.ა.
შესაბამისი სამმართველოს/განყოფილების უფროსი /ხელმოწერა/
წამყვანი თანამშრომელი /უფროსი ოფიცერი /ხელმოწერა/
საფინანსო სამსახურის (განყოფილების უფროსი /ხელმოწერა/ |
კრებსითი აქტის განმარტებები
1. აქტი ფორმდება:
იმ მატერიალური საშუალებების (რომელიც ექვემდებარება ნომრობით აღრიცხვას) ხარისხის (ტექნიკური მდგომარეობის) ცვლილების, ექსპლუატაციის ან შენახვის ვადის გასვლის დროს, რომელთა საწყისი და ნარჩენი საბალანსო ღირებულება უცნობია (ასეთ კატეგორიაში ხვდება საბჭოთა არმიისაგან მიღებული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება, ყველა სახით საავტომობილო და ჯავშანტექნიკა, მართვადი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მფრინავი და მცურავი საშუალებები და სხვა დასახელების სამხედრო-ტექნიკური დანიშნულების ქონება).
2. კრებსითი აქტი ფორმდება სამინისტროსა და შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისიის მიერ, ტექნიკური მდგომარეობის აქტების (დანართი #2) საფუძველზე, ორ ეგზემპლარად:
- ხარისხის ცვლილებების (ჩამოწერის) დრო თანხმდება ზემდგომი უზრუნველყოფის (ლოგისტიკის) ქვედანაყოფთან და მტკიცდება დანართი #1-ით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ. დამტკიცებული აქტის ერთი ეგზემპლარი (ტექნიკური მდგომარეობის აქტებთან ერთად) უბრუნდება სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების ქვედანაყოფს.
- ჩამოწერილი შეიარაღების (ტექნიკის) დაშლის შემდეგ მიღებული აგრეგატების, დეტალებისა და ჯართის აღრიცხვის აქტები მტკიცდება სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის (მეთაურის) მიერ და ერთი ეგზემპლარი იგზავნება ზემდგომ ხელმძღვანელთან (მეთაურთან).
აქტის დამამტკიცებელი პირის ხელმოწერა დასტურდება გერბიანი ბეჭდით“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები