დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3737-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 20/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.016032 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა:
ა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში), რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე;
ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა.“.
2. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 ოქტომბერი.
№3737–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები