„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 01/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.553
  • Word
169
30/08/2006
სსმ, 118, 01/09/2006
330.130.000.10.003.000.553
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №169

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „მშენებ­ლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პი­რობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება და დამატებები:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალის­წი­ნებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო”.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალის­წინებული ობიექტებისათვის ქალაქთმშენებ­ლობითი პირობების გაცემისას, თუ ისინი აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერი­ტო­რიაზეა განლაგებული, ადმინისტრაციულ წარმოე­ბაში მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მშენებლობის ნე­ბარ­თვასთან დაკავშირებული დასკვნის გაცემაზე გადა­წყვეტილებას იღებს მისი სათათბირო ორგა­ნოს – კულ­ტურული მემკვიდრეობის საბჭოს დასკვნის ­სა­ფუძ­­ველზე, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი