დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 21/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016024 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №109/ნ
2010 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 341 მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრთნ მიერთების გზით 2010 წლის 1 ნოემბრამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯისა და ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის №782 ბრძანება(სსმ III, 18.09.2008წ., №138, მუხ. 1360).
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები