დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 21/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016025 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №110/ნ
2010 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებით (სსმ III, 04.10.2010წ., №127, მუხ.1858) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები