„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 28/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.08.
  • Word
433
24/07/2009
სსმ, 93, 28/07/2009
040.110.040.08.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №433

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის                       №219 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინის­ტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულე­ბაში (სსმ III, 2008 წ., №66, მუხ. 726) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე;“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაცემას შეიძლება აგრეთვე დაექვემდებაროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების მიერ დაკავებუ­ლი ბინა. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკურმა პირმა ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის ორგანოს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინე­ბული ცნობის ნაცვლად უნდა წარუდგინოს საქართვე­ლოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტი­ლება, რომელშიც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ამ მუხ­ლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეო­ბით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე.“;

გ) დებულებას დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. ბინების საკუთრებაში გადაცემის შეზღუდვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები საკუთრებაში არ გადაეცემა პირს, თუ მას ან მის მეუღლეს ან შვილს/შვილებს საკუთრე­ბა­ში ერთხელ მაინც გადაეცა საქართველოს თავდაც­ვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

. სააკაშვილი