,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 20/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 02/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.08.
  • Word
414
16/07/2009
სსმ, 88, 20/07/2009
010.040.000.08.
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №414

2009 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის № 676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ადგილზე აღინიშნება სასაზღვრო ნიშნებით – ძირითადი სასაზ­ღვრო ბოძით (თანდართული აღწერილობისა (დანარ­თი №1) და ესკიზების (დანართი №2) მიხედვით), დამატე­ბითი სასაზღვრო ბოძით (თანდართუ­ლი აღ­წერი­ლობისა (დანართი №3) და ესკიზების (დანართი №4) მიხედვით), პირამიდითა და კოპეცით.

2. პირამიდა რკინაბეტონისაგან დამზადებული ერთი მეტრის სიმაღლის ბოძია, ხოლო კოპეცი – ცემენტის ხსნარზე ქვებისაგან ამოყვანილი ერთი მეტრის სიმაღლის კოშკი.

3. სასაზღვრო ნიშნების განლაგების თანამიმდევრობა განისაზღვრება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებუ­ლი ხელშეკრულების საფუძველზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

მ. სააკაშვილი

 

დანართი №1

ძირითადი სასაზღვრო ბოძი

ძირითადი სასაზღვრო ბოძი არის ფიგურა, რომლის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 200 სანტიმეტრია. იგი შედგება: 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლის ფუძისაგან, 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლი­საგან, 22X18X181 სანტიმეტრის მართკუთხა პარალელეპიპედისაგან და 22X18X9 სანტიმეტრის მართკუთ­ხა პირამიდისაგან. ბოძი შეღებილია საქართვე­ლოს სახელმწიფო დროშის ფერებში – სასაზღვრო ბოძი თეთრია, ყოველი მხარის შუა ნაწილში დატანილი აქვს 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი, რომელსაც შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, იგი ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. ძირითადი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან მაგრდება საქართველოს სახელმწიფო გერბი, გერბის ზომაა 22X20 სანტიმეტრი. სახელმწიფო გერბის ქვედა ნაწილიდან 10 სანტიმეტ­რის დაშორებით წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, სადაც ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი, ციფრების სიმაღლეა 8 სმ.

 

 

 

 

 

 

დანართი №2

ძირითადი სასაზღვრო ბოძი

 

                              წინა მხარე            უკანა მხარე                    გვერდითი მხარე

 

 

 

დანართი №3

დამატებითი სასაზღვრო ბოძი

დამატებითი სასაზღვრო ბოძი არის ფიგურა, რომლის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 120 სანტიმეტრია. იგი შედგება: 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლის ფუძისაგან, 82X78X5 სანტიმეტრის შემონაკირწყლისაგან, 22X18X101 სანტიმეტრის მართკუთხა პარალელეპიპედისაგან და 22X18X9 სანტიმეტრის მართკუთხა პირამიდისაგან. ბოძი შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – სასაზღვრო ბოძი თეთრია, ყოველი მხარის შუა ნაწილში დატანილი აქვს 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი, რომელსაც შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, იგი ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. დამატებითი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში, მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ, მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, სადაც ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი, ციფრების სიმაღლეა 8 სმ.

დანართი №4

 წინა მხარე              უკანა მხარე     გვერდითი მხარე