დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 411 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 16/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08. |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №411
2009 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თანამდებობრივი ნუსხის პირველ–მე-8 მუხლებში გათვალისწინებული პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების (სხვა სათანადო მონაცემების მითითებით) დადასტურება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ფორმის მოწმობის გაცემით, ან/და სამსახურებრივ მოწმობაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური აღნიშვნის შეტანით.
3. თანამდებობრივი ნუსხის მე-10–მე-18 მუხლებში გათვალისწინებული პირებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების (სხვა სათანადო მონაცემების მითითებით) დადასტურება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გაცემით.“;
ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ ბრძანებულებასა და თანდართულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს დაინტერესებული უწყების წარდგინებით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით.“;
დ) ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში:
ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) სამმართველოს, ადმინისტრაციის უფროსი;
გ) სააღსრულებო ბიუროს უფროსი;
დ) აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, განყოფილების ჯგუფის უფროსი, განყოფილების ჯგუფის პოლიციელი.
5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის სისტემაში:
ა) საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილე;
ბ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;
გ) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე;
დ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი და პროკურორი;
ე) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;
კ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორი;
ლ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;
მ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;
ნ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;
ო) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;
პ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.“;
ე) ბრძანებულებით დამტკიცებულ ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მოსამსახურეები.
3. დეპარტამენტის უფროსი.
4. საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, გამომძიებელი.
5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის სისტემაში:
ა) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე;
დ) პრობაციის ბიუროს უფროსი.
6. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის თანაშემწე, თავმჯდომარის მრჩეველი;
ბ) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულის უფროსი და მისი მოადგილე;
გ) დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი, საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების უფროსი ინსპექტორი, შეიარაღებისა და ტექნიკის უფროსი ინსპექტორი, საბრძოლო მომზადების ინსპექტორი, უფროსი სოციალური მუშაკი, სოციალური მუშაკი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი მორიგე ინსპექტორი, უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, მორიგე ინსპექტორი, მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის თანაშემწე, ოცეულის მეთაური, ოცეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაურის თანაშემწე, ყარაულის უფროსი, ყარაულის უფროსის თანაშემწე, გუშაგი, მებრძოლი;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე) სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, კონტროლის ინსპექტორი, კონტროლიორი, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე, სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი, კადრების ინსპექტორი, კორპუსის უფროსი, სოციალური მუშაკი.“;
ვ) ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები