„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს N1040 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს N1040 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 25/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.023.016009
  • Word
48
20/10/2010
სსმ, 137, 25/10/2010
010240070.22.023.016009
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს N1040 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №48

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს №1040 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს №1040 ბრძანებით დამტკიცებული (სსმ III, 01.08.2007 წ. №108, მუხ. 1200) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.

2. მე-2 მუხლის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას მოსამართლისა და პროკურორის მითითებებისა და დავალებების შესრულება;”.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება;”.

4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) თავისი კომპეტენციის ფარლებში სრული მოცულობით ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;”.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას მოსამართლისა და პროკურორის მითითებებისა და დავალებების შესრულება;”.

6. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრული მოცულობით ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე