დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 14/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №400
2009 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახუ-რის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., № 78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII4 თავი:
„თავი VII4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი სასჯელაღსრულების დაწესებულებების სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 2613. მთავარი საჯარო თანამდებობა
დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 2614. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი;
ე) დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;
ვ) დეპარტამენტის შტაბის უფროსი;
ზ) დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
თ) დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ი) დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების უფროსი;
კ) დაწესებულების დირექტორი;
ლ) დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილე;
მ) დაწესებულების დირექტორის მოადგილე;
ნ) დაწესებულების მთავარი ექიმი.
მუხლი 2615. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის სამსახურის განყოფილების უფროსი;
გ) დეპარტამენტის სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
დ) დეპარტამენტის სამსახურის შტაბის უფროსი;
ე) დეპარტამენტის კანცელარიის უფროსი;
ვ) დეპარტამენტის სამსახურის კანცელარიის უფროსი;
ზ) დაწესებულების კანცელარიის უფროსი;
თ) სამორიგეოს უფროსი;
ი) დეპარტამენტის შტაბის სამორიგეოს უფროსი;
კ) დეპარტამენტის საწყობის გამგე;
ლ) ასეულის მეთაური;
მ) დაწესებულების განყოფილების უფროსი;
ნ) დაწესებულების კადრების უფროსი;
ო) დაწესებულების სკოლის დირექტორი;
პ) დაწესებულების სკოლის დირექტორის მოადგილე;
ჟ) დაწესებულების ოპერატიული მორიგე ინსპექტორი;
რ) დაწესებულების ბუღალტერი;
ს) მთავარი ექიმის მოადგილე;
ტ) ლაბორატორიის უფროსი;
უ) უფროსი ექიმი.
მუხლი 2616. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი ინსპექტორი;
ბ) უფროსი ინსპექტორი;
გ) ინსპექტორი;
დ) უმცროსი ინსპექტორი;
ე) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი;
ვ) ოპერატიული მორიგე ინსპექტორი;
ზ) უფროსი მორიგე ინსპექტორი;
თ) მორიგე ინსპექტორი;
ი) უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე;
კ) მორიგე ინსპექტორის თანაშემწე;
ლ) უფროსი სოციალური მუშაკი;
მ) სოციალური მუშაკი;
ნ) უფროსი ბუღალტერი;
ო) ბუღალტერი;
პ) უფროსი სპეციალისტი;
ჟ) სპეციალისტი;
რ) ასეულის მეთაურის თანაშემწე;
ს) ოცეულის მეთაური;
ტ) ოცეულის მეთაურის მოადგილე;
უ) ოცეულის მეთაურის თანაშემწე;
ფ) ყარაულის უფროსი;
ქ) ყარაულის უფროსის თანაშემწე;
ღ) მებრძოლი;
ყ) გუშაგი;
შ) მასწავლებელი;
ჩ) კონტროლის ინსპექტორი;
ც) კონტროლიორი;
ძ) ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე;
წ) ფსიქოლოგი (პატიმართათვის);
ჭ) ბიბლიოთეკის გამგე;
ხ) სასადილოს გამგე;
ჯ) აფთიაქის გამგე;
ჯ.ა) დეპარტამენტის სამსახურის/დაწესებულების საწყობის გამგე;
ჯ.ბ) ექიმი (ქირურგი ონკოლოგი, ექიმი ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ექიმი ბაქტერიოლოგი, რეაბილიტოლოგი, მორიგე ექიმი, ზოგადი ქირურგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ქიმიოთერა-პევტი, თორაკალისტი, მორიგე ქირურგი, დღის ექიმი, ტრანსფუზიოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფტიზიოპულმონოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, მორიგე ფსიქიატრი, ექიმილაბორანტი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, ფიზიოთერა-პევტი, ფარმაცევტი);
ჯ.გ) უფროსი ექთანი;
ჯ.დ) ექთანი (მორიგე ექთანი, დღის ექთანი, საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, შესახვევის ექთანი, რეანიმაციის მორიგე ექთანი, ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, დიეტ მედდა, რეანიმაციის ექთანი, რეანიმაციის მორიგე, საოპერაციოს მედდა, პროზექტორი, დიასახლისი, მიმღების ექთანი, ექთანი-დიეტოლოგი);
ჯ.ე) პროვიზორი;
ჯ.ვ) სანიტარი;
ჯ.ზ) არქივარიუსი;
ჯ.თ) სტატისტიკოსი;
ჯ.ი) ტექნიკური მუშაკი;
ჯ.კ) საქმისმწარმოებელი;
ჯ.ლ) მძღოლი;
ჯ.მ) დამლაგებელი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები